პარლამენტში დღეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, პრაიდის კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

რიგგარეშე სესია 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

უცნობია, დაესწრება თუ არა მოსმენას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. პარლამენტში მისვლას აპირებს ასევე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია „ლელო“. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ვახტანგ გომელაურის გადადგომაა, მასთან შეკითხვები მაინც აქვთ.

ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.