პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირებაა [ვიდეო]

პარლამენტის სხდომათა დარბაზთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

ამ დროისთვის დაპირისპირება გრძელდება უშუალოდ პლენარულ სხდომათა დარბაზში.

დაპირისპირება ამჟამად დეპუტატებს შორის მიმდინარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები დარბაზში შეუშვან და მათ ოპერატორ ლექსო ლაშქარვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კითხვების დასმის საშუალება მიეცეთ.