პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

საქართველოს პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პატარებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც მათ ნაცნობი ზღაპრის გმირები დახვდათ, რომლებთან ერთადაც გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

პატარებს დღევანდელი დღე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დეპუტატებმა მიულოცეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბავშვებზე ზრუნვა პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰაერისა და გარემოს დაბინძურების საკითხის აღმოფხვრას საქართველოში.

„ვულოცავ ბავშვებს დღევანდელ დღეს. მინდა, ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო, ბედნიერი მომავალი და ძალიან დიდი წარმატება.

შევეცადეთ, გაგვეხალისებინა ბავშვებისთვის დღევანდელი დღე და ამისთვის მოეწყო პარლამენტში ღონისძიებები”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი