პარლამენტში ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული მიღება გაიმართება
პარლამენტში ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული მიღება გაიმართება

პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრების“ ფარგლებში მიღება გაიმართება.

მიღებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უმასპინძლებენ.

პარალელურად, მოეწყობა ფოტოგამოფენა „საქართველოს ეკლესია 1917–2017 წლებში“.

ღონისძიებას დაესწრებიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების დელეგატები, პარლამენტის წევრები და სასულიერო პირები.