პარლამენტში ადა მარშანია ნიკა მელიას, თინა ბოკუჩავასა და ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა [ფოტო, ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

ადა მარშანიამ თინა ბოკუჩავას „სადისტი, მიშას დაქალი“ უწოდა. ამასთან, მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასაც დაუპირისპირდა, რომელიც მედიასაშუალებებთან კომენტარს აკეთებდა. ადა მარშანიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მედიის წარმომადგენლებსაც.