პარლამენტში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ჩატარდა, რა დროსაც ბოლო ერთი თვის საქმიანობა შეაჯამეს
პარლამენტში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ჩატარდა, რა დროსაც ბოლო ერთი თვის საქმიანობა შეაჯამეს

პარლმენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ჩატარდა.

კომისიამ შეაჯამა 2021 წლის 17 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდში საგამოძიებო კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობა. კომისიის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისიისთვის უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაგრძელება.

„დღევანდელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განხილული იქნება ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. შეჯერდება საქმიანობის კონკრეტული შედეგები. ასევე კომისიის წევრებს წარვუდგენ შუამდგომლობას, რომ რეგლამენტით ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი თვით გავახანგრძლივოთ კომისიის საქმიანობა. აღნიშნულის საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავხედეთ იმ მოპოვებულ მასალას, რომელიც სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაციით და მიღებული კორესპოდენციით იქნა მოპოვებული. ასევე გადათვლების შედეგები, გასაუბრების შედეგები, იცით რომ 40-მდე პირთან გვქონდა გასაუბრება და მათგან ახსნა- განმარტება მივიღეთ. ამ მასალის და ინფორმაციის ნაწილი დამუშავებულია. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს მანდატით განსაზღვრული ვადა იწურება, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ ეს მანდატი კიდევ გახანგრძლივდეს, თუმცა ვფიქრობთ, სრული ერთი თვე აღარ იქნება საჭირო. ამ თვის ბოლომდე შესაძლებელი იქნება, რომ მოცემული მასალა საბოლოოდ დამუშავდეს და პარლამენტის ბიუროს წარედგინოს, როგორც დასკვნის პროექტი, რომელშიც კონკრეტული რეკომენდაციები იქნება ასახული. ასევე დადგენილების პროექტი გამოძიების ჩატარების შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ სხდომის დაწყებამდე.