პარლამენტში 19 მაისს ინტერპელაციის წესით ორ მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში 19 მაისს ინტერპელაციის წესით ორ მინისტრს მოუსმენენ

19 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, სამი მინისტრის ნაცვლად, ორს მოუსმენენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხვალ პარლამენტში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისვლას ვერ ახერხებს. ლევან დავითაშვილს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით სექტემბერში მოუსმენენ.

ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

„ბოლო საკითხი არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე მოსვლას. ჩვენ გუშინ მივიღეთ წერილობით მისი ინფორმაცია. შესაბამისად, ხვალ, ნაცვლად დაგეგმილი სამი ინტერპელაციისა, გვექნება ორი ინტერპელაცია განათლების მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის. რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაციას, ის გადაიწევს შემდეგ ჯერზე, შემდეგ საინტერპელაციო დღეზე, რომელიც იქნება სექტემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.