პარლამენტში 19 აპრილს ინტერპელაციის წესით ვახტანგ გომელაურსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
პარლამენტში 19 აპრილს ინტერპელაციის წესით ვახტანგ გომელაურსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

ხვალ, 19 აპრილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ორი მინისტრს მოუსმენენ.

დეპუტატების შეკითხვებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უპასუხებენ.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციაზე დასმულია ფემიციდის საკითხი, ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაციაზე, თუ არ ვცდები, ბახმაროს საკითხი. მიმდევრობაც ასეთი იქნება. ჯერ იქნება შს მინისტრის ინტერპელაცია, 12:00 საათზე, შემდეგ კი – ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაცია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.