პარლამენტს სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა

10:50, 18.09.2019

საქართველოს პარლამენტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა. წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. დავით ნარმანიას კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებას ადასტურებენ სემეკ-შიც.

როგორც სემეკ-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, გუშინ დავით ნარმანია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

დავით ნარმანიას კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.  სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

მსგავსი