პარლამენტს მედიაციის შესახებ კანონპროექტი უახლოეს ხანში წარედგინება
პარლამენტს მედიაციის შესახებ კანონპროექტი უახლოეს ხანში წარედგინება

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, მედიაციის შესახებ კანონი პარლამენტს უახლოეს ხანში წარედგინება.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საჭიროა, რომ ყველა დავა არ მიდიოდეს სასამართლოში და სასამართლოს მიღმა მედიაციის კულტურის განვითარება მნიშვნელოვანია.

„ძალიან მალე შემოგთავაზებთ ახალ კანონპროექტს მედიაციის შესახებ. გვინდა, რომ ყველა დავა არ მიდიოდეს სასამართლოში, სასამართლოს მიღმა მედიაციის კულტურა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, რათა მხარეები უფრო მორიგების გზით მიდიოდნენ და არა მხოლოდ სასამართლო დავის გზით. ეს მნიშვნელოვან შვებას მისცემდა სამოქალაქო კატეგორიის საქმეებზე მომუშავე მოსამართლეებს, სადაც თქვენ იცით, რომ არის გადატვირთულობის ძალიან სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.