პარლამენტს დღეს წარედგინება კანონპროექტი, რომლის გათვალისწინებით, „ლელო“ მოსამართლეთა არჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს
პარლამენტს დღეს წარედგინება კანონპროექტი, რომლის გათვალისწინებით, „ლელო“ მოსამართლეთა არჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს

პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება კანონპროექტი, რომლის გათვალისწინებით, „ლელო“ მოსამართლეთა არჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილია.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ახალი წევრების არჩევა იქამდე, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ დაადგენს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის ახალ წესსა და პროცედურას, როგორც პარლამენტის, ისე მოსამართლეთა კონფერენციისთვის.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ უნდა შესრულდეს 19 აპრილის შეთანხმების მოთხოვნები და არ უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამბიციური სასამართლო რეფორმის მიზნების მიღწევას.