პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები 88 ხმით მეორე მოსმენით დაამტკიცა.

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, „შრომის კოდექსში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, რაც გააუმჯობესებს, როგორც შრომის უსაფრთხოების ნაწილში უფლებრივ მდგომარეობას, ასევე ზოგადად, შრომითი უფლებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ცვლილებების ინსტიტუციური ნაწილი. კერძოდ, შრომის ინსპექცია ძლიერდება და მას ექნება ფართო უფლებები იმისთვის, რომ მოქალაქეთა უფლებები დაიცვას. ეს პროექტი საქართველოში შრომით უფლებებს გააუმჯობესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში „შრომის კოდექსი“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მოამზადა. პროექტი შრომითი უფლებების მიმართულებით ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს ადგენს.

დატოვე კომენტარი