პარლამენტმა შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებაზე შესაძლოა, 16 ივლისს იმსჯელოს
პარლამენტმა მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურაზე შესაძლოა, 16 ივლისს იმსჯელოს.
პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, 16 ივლისს რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე იმსჯელებს და მას თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, შალვა თადუმაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად დღეს შალვა თადუმაძე შეარჩია. მისი კანდიდატურა მთავრობას წარედგინება, რომელიც, თავის მხრივ, კანდიდატურას პარლამენტს შესთავაზებს.