პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტის თანახმად, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს უფლება ექნება, შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ან მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, აგრეთვე, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.
მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს, შესაძლებელია, დაეკისროს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია.
შესაბამისი ცვლილება შედის ასევე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.