პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალ თავმჯდომარეებად კახა კახიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი და ზაზა ლომინაძე აირჩია
პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალ თავმჯდომარეებად კახა კახიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი და ზაზა ლომინაძე აირჩია

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარეები აირჩია.

დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ 87 ხმით კახა კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ 90 ხმით ირაკლი მეძმარიაშვილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 91 ხმით – ზაზა ლომინაძეს დაუჭირეს მხარი.

აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები დატოვეს.