პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

14:25, 18.05.2023

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 82 ხმით ორის წინააღმდეგ დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ასევე, კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

წარდგენის პროცესში გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობაც, თუ პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირების არჩევას.

მსგავსი