პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:30, 30.05.2023

პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

რეგლამენტში ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გიარა 119-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 91-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

ინიციატორების თხოვნით, კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

მსგავსი