პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები, მოთხოვნები და სტანდარტები შემოდის

14:21, 01.04.2025

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები, მოთხოვნები და სტანდარტები შემოდის.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება სახელმწიფო ორგანოს – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება.

კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს საჩივრით პირდაპირ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა ეძლევა. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი კომისია უფლებამოსილი იქნება, გამოიყენოს მაუწყებელს მიმართ შემდეგი სანქციები – გაფრთხილება, ჯარიმა და, გარკვეულ შემთხვევებში, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.

კანონით დადგენილი წესები და რეგულაციები მაუწყებელთა ონლაინ და სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება. მიღებული გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულება არ მოხდება.

მსგავსი