საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცეს.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა თანამდებობებზე დაამტკიცეს:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ანრი ოხანაშვილი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ სარჯველაძე;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ბერაია;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ქადაგიშვილი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – სოზარ სუბარი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი კოვზანაძე;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ – დავით სონღულაშვილი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ – მაია ბითაძე;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნიკოლოზ სამხარაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ – მაკა ბოჭორიშვილი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ბექა ოდიშარია;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – დიმიტრი ხუნდაძე;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ – თეა წულუკიანი;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ ყაველაშვილი.
დღესვე, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ – არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო დაამტკიცეს. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე.