პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცა
პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე 80 მომხრე ხმით დაამტკიცა, წინააღმდეგი არავინ წასულა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საქართველოს პარლამენტი კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დატოვა.
დიმიტრი ხუნდაძე ერთხელ უკვე იკავებდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ის ამ პოზიციაზე მერვე მოწვევის პარლამენტში 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2016 წლის 18 ნოემბრამდე მუშაობდა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი ის აკაკი ზოიძის პირველი მოადგილე იყო.