პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება

21:10, 15.11.2019

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები და პოლიტიკოსები სიტყვით გამოდიან.

რუსთაველზე შეკრებილების მოთხოვნები უცვლელია. ისინი გარდამავალი მთავრობის ფორმირებას, ცესკო-ს ხელახლა დაკომპლექტებას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ამბობენ, დღეს აქციაზე დამატებით კარვებსაც მოიტანენ.

დღევანდელ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა გააპროტესტა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. პოლიციამ აღნიშნული მოქალაქე ტერიტორიას გაარიდა.

მსგავსი