პარლამენტის წინ აქციაზე მედიაპროექტი „სირცხვილია“ გრძელდება
პარლამენტის წინ აქციაზე მედიაპროექტი „სირცხვილია“ გრძელდება

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე მედიაპროექტი „სირცხვილია“ გრძელდება. დღეს გადაცემის სტუმრები ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია იქნებიან. დღეს პროექტის მეექვსე გადაცემა იმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, უკვე მესამე დღეა, დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, რათა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული პირები გათავისუფლდნენ. მათი განცხადებით, დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა უსაფუძვლოა.

პროექტი ყოველდღე, 20:20 საათიდან 22:00 საათამდე „ფეისბუქისა“ და სხვადასხვა მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერში გადაიცემა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გადაცემების მიზანი სხვადასხვა პროფესიის სტუმრებთან ერთად, აქციასთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვაა.

დღეს აქციის მე-40 დღეა. ორგანიზატორების თქმით, აქცია გაგრძელდება, ვიდრე მათი ერთადერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პოსტს არ დატოვებს.

დატოვე კომენტარი