პარლამენტის ვებგვერდზე პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები აიტვირთება

14:09, 23.02.2024

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე პარლამენტის პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები აიტვირთება. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეიდან საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე – parlament.ge შეგიძლიათ მოიძიოთ პარლამენტის პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები.

საჯარო ინფორმაციის განყოფილებაში ამ დროისთვის სრულად არის ატვირთული 2023 წელს გამართული პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები. არქივი ეტაპობრივად შეივსება“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი