პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებით კომისიას გია ვოლსკი უხელმძღვანელებს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებით კომისიას გია ვოლსკი უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ “ მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.