საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.
არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგით მიმდინარეობს.
დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც.