პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ხვალ ხავიერ კოლომინას მოუსმენენ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ხვალ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას მოუსმენენ.
კომიტეტის სხდომა 10:30 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში 20 აპრილს მოუსმინეს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაის.