პარლამენტის სხდომათა დარბაზში სალომე სამადაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს შორის ინციდენტი მოხდა

13:45, 07.03.2023

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს, სალომე სამადაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს შორის ინციდენტი მოხდა.

სალომე სამადაშვილი დარბაზს ტოვებდა, რა დროსაც გურამ მაჭარაშვილს მაგიდაზე თავისი წიგნი – „რუსეთის ფარული ომი“ დაუდო და მიმართა, მიხეილ ყაველაშვილისთვის გადაეცა.

სალომე სამადაშვილის ამ მიმართვას გურამ მაჭარაშვილის პროტესტი მოჰყვა და მან ოპოზიციონერ დეპუტატს წიგნი უკან ესროლა.

მსგავსი