პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს
პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

პარლამენტის სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე ოთარ ფარცხალაძის თემის განხილვა მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დღის წესრიგი უნდა დაზუსტებულიყო. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის თემაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს განსახილველი არ არის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი აღნიშნა, რომ პროცედურასთან დაკავშირებით საკითხები გარკვეულია და დღის წესრიგი უკვე დამტკიცებულია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დარბაზში განაცხადა: „ყველაზე, ვინც რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაშია მხილებული, ეროვნული ბანკით დაწყებული, სუსით გაგრძელებული, ამაზე უნდა იყოს ახლა მსჯელობა და „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზში სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მანდატურს მიმართა, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გაეყვანა.

„ასეთი უპატივცემულობა როცა არის, დატოვეთ დარბაზი, მივმართავ გიორგი ვაშაძეს, თუ გაქვთ გამდებადობა, რომ დაარღვიოთ წესები, იმის გამბედაობაც გქონდეთ, რომ მაშინ დატოვოთ დარბაზი და მიიღოთ ამის შედეგები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.