პარლამენტის შენობის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას ცდილობს

20:50, 15.07.2019

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას ცდილობს.

ამ მიზნით მან თვითდაზიანება ნაწილობრივ უკვე მიიყენა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მის შეჩერებას ცდილობენ. მათი განცხადებით, მსგავსი რადიკალური ფორმები საჭირო არ არის.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება უკვე გამოიძახეს.

მსგავსი