პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ
პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებისა და სირცხვილის დერეფნების მოსაწყობად ემზადებიან.
აქციაზე გიორგი ვაშაძემ ბანერები მიიტანა, რომელზეც არის წარწერა – „სირცხვილია“.
ამასთან, პარლამეტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები იმყოფებიან.