პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს
პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.