პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა
პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. აქციის 25-ე დღეს პარლამენტის შენობასთან გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილე პირებს სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ასევე, სუვენირები ჰქონდათ გამოტანილი. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებდნენ სტარტაპერებიც.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ნივთების გაყიდვიდან შესული თანხის 20 პროცენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფის ანგარიშზე გადაირიცხება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, პროტესტის 26-ე დღეს ისინი აპირებენ, რომ მივიდნენ ყველგან, სადაც მაღალჩინოსნები იქნებიან.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები 21 ივნისიდან იმართება.