პარლამენტის შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება
პარლამენტის შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება

წლის ბოლოსთვის პარლამენტის თბილისის შენობა სახელმწიფო უწყებებს შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ყველაზე ადაპტირებული შენობა იქნება, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პარლამენტის თბილისის შენობაში ამ ეტაპისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ პროექტს, რომელიც პრიორიტეტულია ჩვენთვის. საკითხი ეხება თბილისში, პარლამენტის შენობის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებისთვის. ჩვენ ასეთი გეგმა გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ეს შენობა იქნება საქართველოში სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ადაპტირებული შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“,- აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა. გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განცხადებით, ამ კუთხით სატენდერო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული პროექტი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა ტენდერი და უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები პარლამენტის თბილისის შენობაში.