პარლამენტის სამმა კომიტეტმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა
პარლამენტის სამმა კომიტეტმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის სამმა კომიტეტმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა.

დიასპორის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს, რომელმაც ქვეყნის მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

მინისტრის მოსმენის შემდეგ, დეპუტატებმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი ფარული კენჭისყრით უყარეს.