პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციური პარტიების მიერ პრემიერ-მინისტრის მოსმენაც მოთხოვნილია
ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოთხოვნილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენაც. ოპოზიციის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნულია, რომ რიგგარეშე სხდომა მოწვეული უნდა იყოს 25 თებერვალს და შემდეგი დღის წესრიგით:
1. პრემიერ-მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;
2. საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად;
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე თანახმაა, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამ მიმართვას ხელს მოაწერა.