პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანგარიშს წარადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობისა და 2021 წლის გეგმების შესახებ ინფორმაციას დეპუტატებს გააცნობს.

მაია ცქიტიშვილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ასევე ისაუბრებს ცენტრალურ მაგისტრალებთან დაკავშირებულ პროექტებზე.

„ჩვენ მოვისმენთ რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან 2020 წლის შესრულების ანგარიშს, ასევე საუბარი იქნება 2021 წლის სამოქმედო გეგმაზე, იმ პროექტების შესახებ, რომელიც იგეგმება ქვეყნის ჭრილში, რამეთუ ინფრასტრუქტურული განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იქნება საუბარი 2020 წელს განხორციელებულ პროექტებზე და ისეთ პროექტებზე, რომელიც არის გარდამავალი – მაგალითად, დაიწყო 2020 წელს და გაგრძელდება 2021-2022 წლებში. ეს არის ძირითადი ცენტრალური მაგისტრალები. ასევე, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით იქნება საუბარი, რომელიც შეეხება უფრო 2021 წლის გეგმებს”, – განაცხადა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.