მედიის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად მიხეილ ფეიქრიშვილი დაინიშნა
მედიის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად მიხეილ ფეიქრიშვილი დაინიშნა

მედიის საკითხებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად მიხეილ ფეიქრიშვილი ინიშნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თავად ფეიქრიშვილმა განუცხადა.

იგი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობდა და პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა.

მიხეილ ფეიქრიშვილი სხვადასხვა დროს ტელეჟურნალისტად მუშაობდა, მათ შორის საქართველოს პირველ არხზეც.