პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას უყრიან კენჭს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას უყრიან კენჭს

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტარები სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას უყრიან კენჭს.

ასევე დღის წესრიგშია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. მან საკუთარი სურვილით თქვა უარი მანდატზე. შოთა შალელაშვილი მმართველი გუნდის პროპორციული სიით გასული დეპუტატია. მას ლევან მგალობლიშვილი შეცვლის.

დღესვე დეპუტატები სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღის რეფორმის ფარგლებში, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კანონპროექტი შეთანხმებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოელ პარტნიორებთან. მისივე თქმით, ცვლილებათა პაკეტი სასამართლო ხელისუფლების სტანდარტების ამაღლებას ისახავს მიზნად.

დატოვე კომენტარი