პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

„28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში. ამ აქტისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის პატივისცემის ნიშნად შემოთავაზებულია, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მუდმივად შეგვახსენებს თავისუფლების, დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობას, შეგვახსენებს, ვინ იდგა ამ ბრძოლის უკან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.