პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეგლამენტის პროექტი ჩავარდა

16:14, 09.07.2018

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეგლამენტის პროექტი ჩავარდა.

კომიტეტის წევრებს რეგლამენტის პროექტი დღეს პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გააცნო. დოკუმენტზე მსჯელობა დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებებს მხარი კომიტეტის ოთხმა წევრმა დაუჭირა და საკითხი ჩავარდა.

დარგობრივი კომიტეტისგან განსხვავებით, რეგლამენტის პროექტს მხარი გარემოს დაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა დაუჭირეს.

რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით მიღება ივლისის ბოლომდე იგეგმება.

 

მსგავსი