პარლამენტი სკოლებში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში ჩაერთვება
პარლამენტი სკოლებში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში ჩაერთვება

საქართველოს პარლამენტი სკოლებში უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების პროცესში აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პარლამენტი პირდაპირ იქნება ჩართული, შეიძლება, საჭირო გახდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რათა პრევენციული ზომები სწორად გატარდეს. ჩვენ ვიქნებით თავიდან ბოლომდე ჩართული შესაბამისი კონცეპტუალური ბაზის შემუშავებაში და საკანონმდებლო ბაზის დახვეწაში. ჯერ ახლა დაიწყო მსჯელობა. თუმცა, პოზიცია მალე უნდა ჩამოყალიბდეს და აისახოს შესაბამის დოკუმენტებში, მათ შორის, კანონებში, საჭიროების შემთხვევაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.