პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დღეს მოუსმენს
პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დღეს მოუსმენს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.

დეპუტატებმა გვენეტაძე პარლამენტში ფულად საკრედიტო პოლიტიკასა და ლარის კურსთან დაკავშირებით მიიწვიეს.

კომიტეტის ფარგლებში გვენეტაძისთვის 27 ნოემბერს უნდა მოესმინათ, მაგრამ შეხვედრა გადაიდო.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, კომიტეტს მოსმენის გადადების თხოვნით თავად გვენეტაძემ მიმართა, რომელიც პირადი საქმეებიდან გამომდინარე საქართველოში არ იმყოფებოდა.