პარიზში გაიმართა პრესტიჟული სპორტული პრემიის, Laureus World Sports Awards-ის (არაოფიციალურად – „სპორტული ოსკარები“) დაჯილდოების ცერემონია, რომელმაც შეაჯამა 2022 წელი.
წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი გახდა „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი, რომელიც შარშან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. არგენტინელი გახდა პირველი ისტორიაში, ვინც ორჯერ შეძლო ამ ნომინაციაში Laureus-ის სპორტული აკადემიის ჯილდოს აღება.
წლის გუნდი გახდა არგენტინის ნაკრები. მან 2022 წლის დეკემბერში კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
წლის გარღვევის პრიზი მიიღო ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასმა, რომელმაც 2022 წელს პირველად მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი (აშშ-ის ღია პირველობა), აგრეთვე ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი გახდა.
ნომინაცია „წლის დაბრუნება“ მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და დანიის ნაკრების ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, რომელმაც გააგრძელა კარიერა იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის ივნისში, ევრო 2020-ის მატჩის დროს გულის შეტევა მიიღო.