პარიზში, „შარლი ებდოს“ ძველ ოფისთან უცნობმა პირმა ოთხი ადამიანი დანით დაჭრა

15:02, 25.09.2020

პარიზში, „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან უცნობმა პირმა ოთხი ადამიანი დანით დაჭრა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია თავდამსხმელის დასაკავებლად ოპერაციას ატარებს.

სამართალდამცველებმა ხალხს მოუწოდეს, თავი შეიკავონ იმ უბანთან მიახლოებისგან, სადაც პოლიცია მუშაობს.

მსგავსი