პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა

17:42, 11.11.2018

პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა.

ტრიუმფალურ თაღთან გამართულ ღონისძიებას მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო აშშ-ის პრეზიდენტი, რუსეთის ლიდერი და გერმანიის კანცლერი.

ღონისძიებაში მონაწილობდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პარიზში პირველ ლედისთან ერთად იმყოფება.

სტუმრებს სიტყვით მიმართა მასპინძელმა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოგვიანებით კი, მსოფლიო ლიდერებმა ელისეის სასახლეში ოფიციალურ სადილზე გადაინაცვლეს.

მსგავსი