პარიზში ოჯახური ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
პარიზში ოჯახური ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

საფრანგეთის დედაქალაქში ოჯახური ძალადობა ათი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მეწამული ფერის ტრანსფარანტებით, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა პარიზის ოპერიდან, ერის მოედნის მიმართულებით გამართეს.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობა 49 ათასამდე ადამიანმა მიიღო. „სოლიდარობა ქალებს მთელ მსოფლიოში“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები აქციის დროს.

„როიტერი“ წერს, რომ მიმდინარე წელს, საფრანგეთში ოჯახურ ძალადობას 130-ზე მეტი ქალი ემსხვერპლა. საპროტესტო აქცია ერის მოედანზე კონცერტით დასრულდა.