პარიზში მედიკოსების მიერ გამართულ აქციაზე შეტაკება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქცია მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობდა, თუმცა მალევე მოძრაობა „ბლექ ბლოკის“ წევრები გამოჩნდნენ. მათ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, ავტომობილი ამოაყირავეს და ავტობუსების ფანჯრების ჩამსხვრევა სცადეს.
პოლიციამ 16 პირი დააკავა.