პარიზში, მადრიდსა და ბარსელონაში ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა
პარიზის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებულ თავდასხმას აპროტესტებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის ხალხის შეძახილებიც. „მთელ მსოფლიოს სძულს ისრაელი“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქცია გაიმართა მადრიდსა და ბარსელონაშიც.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა რაფაჰზე თავდასხმა განახორციელა. აფეთქება მოხდა რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში, რის შედეგადაც, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა.