პარიზში ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის კვლავ გაიღო

12:29, 06.07.2020

პარიზში, დღეიდან ვიზიტორებისთვის ლუვრის მუზეუმი კვლავ გაიღო.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი პანდემიის გამო, თითქმის ოთხი თვის განმავლობაში იყო დახურული.

კორონავირუსთან დაკავშირებით მუზეუმში იმოქმედებს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

ასევე, ლუვრში ვიზიტორების შეზღუდულ რაოდენობას მიიღებენ.

მუზეუმს ჩვეულებრივ ყოველწლიურად 10 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობა საფრანგეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადის.

როგორც „ბიბისი“ წერს, პანდემიის გამო მუზეუმმა დაკარგა დაახლოებით 40 მილიონი ევროს შემოსავალი, რომელიც ბილეთების გაყიდვიდან უნდა მიეღო.

მსგავსი