პარიზში განხორციელებული თავდასხმის ავტორის მეგობარი სტრასბურგში დააკავეს
პარიზში განხორციელებული თავდასხმის ავტორის მეგობარი სტრასბურგში დააკავეს

სტრასბურგში, პარიზში განხორციელებული თავდასხმის ავტორის  მეგობარი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულიც 20 წლისაა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ამჟამად დაკავებულს პოლიცია კითხავს.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს. ინციდენტი საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში მოხდა. თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა და ოთხი დაჭრა, რის შემდეგაც მას პოლიციამ ესროლა.

თავდამსხმელი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელი 1997 წელს დაბადებული ჰამზატ აზიმოვია, რომელიც რუსეთში, კერძოდ კი ჩეჩნეთის ტერიტორიაზეა დაბადებული. მან საფრანგეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო.
როგორც ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, აზიმოვს  რუსეთის მოქალაქეობაც ჰქონდა.

პოლიციამ უკვე დააკავა თავდამსხმელის მშობლები, რომლებიც პოლიციაში გადაიყვანეს დასაკითხად.
პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.